logo_geo
ნინი ქარსელაძე: ხათუნას რაღაც პერიოდში ჩემ მიმართ აგრესია ჰქონდა
- +

24 ნოემბერი. 2021. 12:12

 

 

მომღერალი ნინი ქარსელაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში დედის მძიმე დაავადებაზე და რთულ პერიოდზე საუბრობს.

 

„ბევრჯერ, მაგრამ ეს არავის უნახავს, ოთახში შევდიოდი, ვიკეტებოდი, ძალიან ბევრს ვტიროდი, ემოციებისგან დავიცლებოდი და ხათუნასთან ისევ მხიარული გამოვდიოდი. მას არაფერი არ უნდა შეემჩნია. სრული დიაგნოზი მარტო მე ვიცოდი. ყველას დავუმალე, ყველა მოვატყუე. არავის ვენდე, რადგან ვინმესთვის რომ მეთქვა, შეიძლებოდა, ეს ამბავი ხათუნამდე მისულიყო. ამიტომ მარტოს მიწევდა მთელი ტვირთის ზიდვა, მაგრამ ეს ინფორმაცია ისე დავბლოკე, იმდენად არ დავიჯერე, რომ ხათუნას ეს სჭირდა და შეიძლებოდა, ამ დაავადებას დედა ემსხვერპლა, რომ ალბათ, ამანაც იმოქმედა. სულ ვამბობდი, არაფერია, ადრეულ სტადიაზე მივუსწარით, ახლა ქიმიებს გაიკეთებს და ვსიო-მეთქი. ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა. მთელი გულით ვეხვეწებოდი და ვიცოდი, რომ არ გამწირავდა. ხათუნას რაღაც პერიოდში ჩემ მიმართ აგრესია ჰქონდა: არ წამოვალ, წამალს არ დავლევ და ასე შემდეგ, სულ მეწინააღმდეგებოდა. ასეთ მომენტებში მეუბნებოდნენ ხოლმე, თავი დაანებე, შენ რომ ასე გჯერა და გწამს, ღმერთი შენ არ გაგწირავსო“, - ამბობს ნინი ქარსელაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი