„ადამიანი, რომელიც შეგნებულად თავს იკლავს და ამ დროს წმინდა ზიარებას იღებს, შემდეგ კი თვითმკვლელობის მცდელობას აგრძელებს, ეს როგორ აიხსნება?“ - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში მეუფე ნიკოლოზზე საუბრისას განაცხადა.
„ყველას უფალი მოგვკითხავს! ჩვენ უბრალო ცოდვილები ვართ, ისინი კი ხელდასხმული. ღმერთს გავცემთ პასუხს ყველანი, დრო მოვა. ოღონდ მსჯავრი იქნება სხვადასხვა! მეუფე ნიკოლოზს კითხვა დავუსვი, ველოდები პასუხს. სასიკვდილო შიმშილობა ხომ თვითმკვლელობის ერთ-ერთი ფორმაა? ადამიანი, რომელიც შეგნებულად თავს იკლავს და ამ დროს წმინდა ზიარებას იღებს, შემდეგ კი თვითმკვლელობის მცდელობას აგრძელებს, ეს როგორ აიხსნება? მე მღვდელმთავრის განკითხვას ვერ გავბედავ, მაგრამ კითხვის დასმის უფლება მაქვს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ინტერვიუს სრულად სანახავად გადადით ლინკზე:
https://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=191&id=76109