logo_geo
გოგა ხაინდრავა: რაც ერია, ის ბერია!
- +

24 ნოემბერი. 2021. 14:56

 

 

„კოჰაბიტაცია ქვეყნის გარედან თავს მოხვეული პროცესი იყო. ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობის ჩამოყალიბების მცდელობის იმიტაცია“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ხელისუფლება საზოგადოების სარკეა. ჩვენ ვირჩევთ მათ და ჩვენც ვართ ხელისუფლების წყარო. ჰოდა, როგორი წყაროც არის, ისეთია წყალიც. რაც ერია, ის ბერია! ყველაზე ადვილი, ყველა გაჭირვებაში და უბედურებაში ხელისუფლების დადანაშაულება და ლანძღვაა. მოდი, ყველამ ჩვენს თავშიც ჩავიხედოთ. სუფრასთან რომ უჯდებოდით ამ მწამებლებს და მტარვალებს, ხელს ხომ ართმევდით და უცინოდით, თავხედობას და უტიფრობას უტარებდით ამ ნაცისტებს, მას მერე რაც ციხის კადრები ვნახეთ და აღმოვაჩინეთ, რას სჩადიოდნენ ეს სადისტები და მანიაკები?! და ეს ყველაფერი, ახლა მხოლოდ ხელისუფლების ბრალია? თუ....“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

ინტერვიუს სრულად სანახავად გადადით ლინკზე:

https://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=191&id=76109

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი