logo_geo
გიორგი კალანდაძე: გზაგასაყარზე ვიდექი და გადაწყვეტილება უნდა მიმეღო – ან თეატრი, ან მედიასივრცე
- +

24 ნოემბერი. 2021. 15:41

 

 

„გზაგასაყარზე ვიდექი და მე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო – ან თეატრი ამერჩია, ან მედიასივრცე“, - ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“, მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი კალანდაძე საუბრობს.

 

 

„ზოგადად, სფერო ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ იმიტომ რომ ამ ეტაპზე მე არ ვარ ინტეგრირებული კინოში ან თეატრში, არ ვიტყვი, რომ იქ ცუდია და არაფერი ხდება, პირიქით, მადლობა ღმერთს, ბევრი საინტერესო რამე ხდება. მაგრამ როცა მეტ-ნაკლებად მედიაფიგურა გავხდი, ცხოვრებამ, დრომ და რუტინამ ისე დაალაგა ყველაფერი, რომ გზაგასაყარზე ვიდექი და მე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო – ან თეატრი ამერჩია, ან მედიასივრცე. ორ სკამზე ჯდომა ფიზიკურად შეუძლებელია. მე 17 წლის ასაკში დავიწყე აქტიური საქმიანობა. ამ ასაკში ბოლომდე რეალიზებული იყო თეატრში და ასევე საქმე არ გააფუჭო კინოსა და მედია-მიმართულებით, არ გამოდის. ვიყავი სერიალში, რომელსაც დიდი დრო მიჰქონდა და წელიწად–ნახევრის შემდეგ, როცა გავაცნობიერე, რომ სცენაზე ფეხსაცმლის ჩაცმა-ჩაცმით შევრბოდი, მივხვდი, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებდი. არ შეიძლება, რეპეტიციაზე აგვიანებდე, მერე გადაღებაზე გაგვიანდებოდეს, სადაც მთავარ როლში ხარ და მთელი პროცესი შენ გელოდებოდეს. ამიტომ გადავწყვიტე, მედიისკენ გადავხრილიყავი“, - ამბობს მსახიობი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი