logo_geo
ნინი ქარსელაძე: მამაჩემის გარდაცვალებამ ძალიან დამარტყა...
- +

24 ნოემბერი. 2021. 19:29

 

 

მომღერალი ნინი ქარსელაძე მამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჯერ მამა გარდაიცვალა და ზუსტად ერთ კვირაში გავიგე ხათუნას ამბავი. გარდაცვალებამდე მამაჩემი 24 დღე საავადმყოფოში მყავდა და ის პერიოდი და ის სტრესი ჩემს ტვინს არ ახსოვს. ცუდად ჟღერს, მაგრამ ჩემი ტკივილი ტვინის რაღაც ნაწილში ჩავკეტე, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა. არ ვიცი, ამაზე მეტი რა უნდა დაატყდეს ადამიანს თავს?! მამაჩემის გარდაცვალებამ ძალიან დამარტყა. მისი სახით მე ძალიან დიდი ძალა დავკარგე. ის იყო ყველა ჩემი პრობლემის წამში მომგვარებელი, ცხოვრებაში მისთვის მოუგვარებელი არაფერი არსებობდა. ხასიათით მე მას ვგავარ. ასეთი ადამიანი ხელიდან მეცლება და რამდენიმე დღეში ვიგებ დედაჩემის უმძიმეს დიაგნოზს. თუმცა თავში ფიქრადაც კი არ გამივლია, რა მეშველება, ახლა დედაც რომ დავკარგო-მეთქი“, - ამბობს მომღერალი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი