logo_geo
დიმიტრი ხუნდაძე: თვეში 45 მილიონი სოციალურად დაუცველთა მიმართულებით იხარჯება
- +

25 ნოემბერი. 2021. 03:00

 

 

„თვეში 45 მილიონი მხოლოდ სოციალურად დაუცველთა მიმართულებით იხარჯება. რა თქმა უნდა, ამ სეგმენტს სჭირდება ყოველდღიური დახმარება სახელმწიფოსგან, მაგრამ ვფიქრობ, ამ პროგრამამ ამ სახით თავისი თავი ამოწურა“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში სოციალურად დაუცველებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სოციალური დახმარებები შეწყდება.

 

„უბრალოდ ისე უნდა გადავეწყოთ, რომ ეს დანახარჯი ორმხრივად სასარგებლო იყოს როგორც მათთვის, ვისაც ეს სჭირდებათ და ასევე სახელმწიფოსთვის, რომელიც ამხელა თანხას ყოველთვიურად გასცემს, რაც არის გადამხდელათა შენატანი ბიუჯეტში. ამიტომ, ამ პროგრამის ძირითადი ხარვეზი, რომელიც უკვე პრობლემად წარმოჩინდა არის ის, რომ, გარდა იმისა, რომ ეს დახმარების საშუალებაა, ის მუშაობის დაწყების მძლავრი დემოტივატორია. მე ვფიქრობ, რომ 200 000 ადამიანი - ეს არის საკმაოდ დიდი სამუშაო ძალა. ამ ადამიანებმა უფრო მეტი უნდა შეძლონ თავიანთი შრომით. ქვეყნის სიღარიბიდან ამოსვლა მხოლოდ დახმარებების სახით შეუძლებელია. სამუშაო ძალა უნდა იყოს გამოყენებული და მისი აქტივობა ორმხრივად სასარგებლო იყოს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი