logo_geo
ბაბი კირკიტაძე: სულაც არ ვყოფილვარ მთლად ისეთი კარგი შესახედი, როგორიც მეგონა
- +

25 ნოემბერი. 2021. 12:51

 

 

 

„არასწორი დიეტებით დავიწყე წონის დაკლებაზე ზრუნვა და ამან ჩემზე ცუდი გავლენა მოახდინა. ქუჩაში გული მიმდიოდა, თვალში მიბნელდებოდა, შიმშილით აბაზანაშიც კი დავეცი. მთელი დღე ისე გადიოდა, შეიძლება, მხოლოდ ერთი ვაშლი მქონოდა ნაჭამი ან ერთი ცალი სალათის ფურცელი“, - ამის შესახებ მომღერალი ბაბი კირკიტაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

 

 

„ძალიან მიყვარდა ჭამა, თან ცეკვაზე დავდიოდი, სამსაათიანი რეპეტიციები მქონდა, მერე ჩოგბურთზე დავიწყე სიარული და ორსაათიანი ვარჯიშიც დამემატა და მაინც მსუქანი ვიყავი. ვარჯიშს და რეპეტიციას რომ მოვრჩებოდი, ერთ პურს ვჭამდი (იცინის). თან, ფუნთუშები მიყვარდა, ვაფრენდი და გადასარევად ვირგებდი. ზედმეტი წონა არ მაწუხებდა და ვერც ვხვდებოდი, თუმცა, სულ მესმოდა: ღირსი ხარ, უნდა დაგაჯინოს კაცმა და იმდენი გაჭამოს, გაგხეთქოს, რომ აღარ მოგინდესო. წონას არასოდეს შეუშლია ჩემთვის ხელი და არც დაკლებაზე ვფიქრობდი. უბრალოდ, ვიცოდი, სხვებს აწუხებდათ, მე კი სულ არ განვიცდიდი. შევეგუე იმ აზრს, რომ ვიქნები პუტკუნა. სხვები არ არიან თუ? მერე, ეკრანზე რომ გამოვჩნდი და დავინახე ჩემი თავი, მივხვდი, სულაც არ ვყოფილვარ მთლად ისეთი კარგი შესახედი, როგორიც მეგონა. არასწორი დიეტებით დავიწყე წონის დაკლებაზე ზრუნვა და ამან ჩემზე ცუდი გავლენა მოახდინა. ქუჩაში გული მიმდიოდა, თვალში მიბნელდებოდა, შიმშილით აბაზანაშიც კი დავეცი. მთელი დღე ისე გადიოდა, შეიძლება, მხოლოდ ერთი ვაშლი მქონოდა ნაჭამი ან ერთი ცალი სალათის ფურცელი. ამის გამო, ორგანიზმი დავაბნიე და დავტანჯე. ახლა ყველაფერს ვჭამ, რაც მინდა, ოღონდ დაბალანსებულად. სპეციალისტთან არ მივსულვარ, უბრალოდ, დავაკვირდი ჩემს ორგანიზმს და სწორმა კვებამ მიმიყვანა იმ შედეგამდე, როგორც გამოვიყურები. ერთხელ მე და ნინი ბადურაშვილი ვსაუბრობდით და ვუთხარი: ექვსი საათია და ახლა ვჭამ პირველად-მეთქი. გადაირია, როგორ შეიძლებაო და წამიკითხა უზარმაზარი ლექცია, რომ უნდა ვჭამო დილით, რადგან არ ერგება ორგანიზმს და თან, წონას ინარჩუნებ. ისე კარგად ამიხსნა, ახლა ისე არ გავდივარ სახლიდან, კარგად რომ არ ვისაუზმო. ღამე ჭამას კი ვერიდები. თუ რამე საინტერესო მოხდა და ვახშამზე მოვხვდი, უარს არ ვამბობ, თუმცა, მეორე დღეს განტვირთვას ვიწყობ. ასე რომ, სწორი და დაბალანსებული კვებით, ჯამში, 18 კილო დავიკელი. სამწუხაროდ, სპორტდარბაზში მისვლას და ვარჯიშს ვერ ვახერხებ, რაც ძალიან მჭირდება, რადგან დიეტების დროს კანი დუნდება, კუნთები ეშვება და სპორტული აქტივობა აუცილებელია“, - ამბობს ბაბი კირკიტაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი