logo_geo
გოგა ხაინდრავა: 50 დღის მოშიმშილე, მეხუთე სართულიდან პირველ სართულზე დღეში ხუთჯერ ჩამომსვლელია?
- +

25 ნოემბერი. 2021. 14:47

 

 

50 დღის უჭმელი ადამიანი ასე და ამდენს როგორ იმოძრავებს, დელიკატესებს თუ არ მიირთმევს?“ - ამის შესახებს რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

50 დღის მოშიმშილე, მეხუთე სართულიდან პირველ სართულზე დღეში ხუთჯერ  ჩამომსვლელია? რასაც შეეხებიან, ყველაფერს ბილწავენ. პატიმრის ერთადერთი ღირებული არგუმენტი საკუთარი სიცოცხლეა და იარაღი კი - სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა! ესეც შეურაცხყვეს ამ მდაბიოებმა! რამდენჯერმე მაქვს შიმშილობა გადატანილი საპყრობილეში, ერთ-ერთის დროს, მე-16 დღეს კედელ-კედელ ძლივს ვმოძრაობდი, სული მეხუთებოდა. 200-ზე მეტი კაცი შედიოდა და გამოდიოდა დღე და ღამე ამ ფარისეველთან. 50 დღე შიმშილობდა და თან დღეში 4-5-ჯერ ადიოდა-ჩადიოდა მეხუთე სართულიდან პირველ სართულზე? 

 

აი, ელენე ხოშტარია, არავისთვის  არის დამალული ჩემი დამოკიდებულება მისი პერსონისადმი, მაგრამ ის მართლა შიმშლობდა! შედეგად, ეტლი მიუტანეს, ვეღარ გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად მე-15 დღეს, ამ დროს ქალები კაცზე ბევრად უფრო ამტანები არიან. დარწმუნებული ვარ, ელენე მიშაზე ბევრად უფრო ჯანმრთელიცაა, ცხოვრების წესს თუ გავითვალისწინებთ. თუმცა, ეს რომ გეხებოდეს, კაცი უნდა იყო... 50 დღის უჭმელი ადამიანი ასე და ამდენს როგორ იმოძრავებს, დელიკატესებს თუ არ მიირთმევს?- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი