logo_geo
გიორგი კალანდაძე: ძალიან გამიმართლა სწორ დროს, სწორ ადგილას და სწორ ადამიანებთან მოხვედრით
- +

25 ნოემბერი. 2021. 16:52

 

 

 

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი კალანდაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თავისი ინტერესების შესახებ საუბრობს.

 

„ძალიან გამიმართლა სწორ დროს, სწორ ადგილას და სწორ ადამიანებთან მოხვედრით. ალბათ, ამას დაემატა ჩემი შრომისმოყვარეობაც, რადგან ძალიან დაუზარელი ვარ. აქედან გამომდინარე, ყოველთვის მქონდა კომფორტი, საჭირო და ჩემთვის საინტერესო შემეთავსებინა ერთმანეთისთვის, ეს დიდი გამართლებაა. თუნდაც გადაცემა მანქანების შესახებ – ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რადგან მე დიდი ავტომოყვარული ვარ. ჩემთვის მანქანა არ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება. ეს ჩემი მთავარი ჰობია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ მაქვს იმდენი ფინანსური საშუალება, რომ მანქანების სასურველი კოლექცია მქონდეს, მაგრამ სახლში მაქვს ავტომოდელების ძალიან კარგი კოლექცია“, - ამბობს კალანდაძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი