logo_geo
ია მეტრეველი: სააკაშვილისნაირი დამნაშავე და მტერი საქართველოს არ ჰყოლია!
- +

30 ნოემბერი. 2021. 16:04

 

 

სააკაშვილი არის სერიოზული დამნაშავე და ის არაფრით არ განსხვავდება სხვა პატიმრებისგან”, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

მიხეილ სააკაშვილს აქვს სერიოზული დანაშაულები ჩადენილი, რაზეც მისჯილი აქვს. გარდა ამისა, კიდევ მიმდინარეობს სხვადასხვა საქმეებზე პროცესი, რომლებზეც პირდაპირ გეტყვით - სასჯელი უნდა დაემატოს. ყველა ნორმალური ადამიანი თვლის, რომ სააკაშვილისნაირი დამნაშავე და მტერი საქართველოს არ ჰყოლია! როგორც ქვეყნის, ისე ოჯახების წინაშე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. მიწების დაკარგვით დაწყებული, ახალგაზრდების ხოცვით, ციხეებში წამებით და .. სააკაშვილი არის სერიოზული დამნაშავე და ის არაფრით არ განსხვავდება სხვა პატიმრებისგან. ერთი წუთითაც არ მინდა იმის გაფიქრება, რომ იგი შეიძლება გამოუშვან ციხიდან. მისი გათავისუფლება დაუშვებელია. დიახ, მან პასუხი უნდა აგოს იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩაიდინა! საზოგადოება არ დაუშვებს მის გათავისუფლებას, თუმცა,ნაციონალური მოძრაობაყოველ ღონეს ხმარობს ამისთვის და უკვე აუტანელია მათი ყურება მთელი დღე  - სააკაშვილით იწყება და მთავრდება ყველაფერი ამ ქვეყანაში  და დავიღალეთ!- განაცხადა ია მეტრეველმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი