ავტორი მარიამ გელაშვილი
„ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში! ეს ყოვლად დაუშვებელია!“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, ეს არჩევნებმაც აჩვენა, მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. სულ რომ დამჭირდეს შეწირვა, არ დავუშვებ, არ შევეგუები მაგ ამბავს! ხელისუფლებაში ისინი ვერასდროს მოვლენ! ეგენი არიან კრიმინალბი!” - განაცხადა ია მეტრეველმა.