logo_geo
ია მეტრეველი: ირინა, რომლის ერთადერთი შვილიც ყინვაში ეგდო დანით დასერილი, სააკაშვილის გვერდით იდგებოდა?
- +

30 ნოემბერი. 2021. 17:58

 

 

ირინას კარგად ვიცნობდი. ირინა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამ სიტყვებისთვის თვალებს დათხრიდა  ყველას! - ასე უპასუხა  „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში განცხადებას, რომელიც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გააკეთა, რომ თუ ირინა ენუქიძე ცოცხალი იქნებოდა, ის მიხეილ სააკაშვილის გვერდით დადგებოდა.

 

ირინა ენუქიძე ცხოვრობდა ჩემს გვედით კორპუსში კეკელიძეზე. ბუტა და სანდრო ცხოვრობდნენ გვერდი-გვერდ კორპუსებში. ირინას კარგად ვიცნობდი. ირინა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამ სიტყვებისთვის თვალებს დათხრიდა  ყველას! ირინა, რომლის ერთადერთი შვილიც თოვლში, ყინვაში ეგდო დანით დასერილი, წამებით მოკლული, სააკაშვილის გვერდით იდგებოდა? ამას ეუბნება? ირინა იმ დედის გვერდით დადგებოდა, რომლის შვილმაც ერთადერთი ვაჟი მოუკლა? ვინც ეს რეჟიმი შექმნა და ამოჟლიტა ახალგაზრდები, იმის გვერდით დადგებოდა? გასაგიჟებელი ამბავია. მადლობა თქვან, ირინა არაა ცოცხალი, თორემ მაგ სიტყვებისთვის სერიოზულ პასუხს მიიღებდა ყველა! ირინა ენუქიძე როგორ უნდა დამდგარიყო ნაწამები შვილის მკვლელთან?! - განაცხადა ია მეტრეველმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი