logo_geo
ეკა ბალანჩივაძე: ხანდახან რაღაცაზე თვალი უნდა დავხუჭოთ...
- +

1 დეკემბერი. 2021. 14:58

 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელის მეშვეობით ცნობილი გახდა,რომ კიდევ ერთი პოპულარული წყვილის, დიზაინერ ეკა ბალანჩივაძის და ექიმ კოტე მათითაშვილის ოჯახი დაინგრა. საზოგადოებისთვის დაშორების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, ამ ინფორმაციის გავრცელებამდე დიზაინერმა ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში, ოჯახში ქალის მნიშვნელობასა და ზედმეტ მზრუნველობაზე ისაუბრა.

 

„ასეა, ყველა ქალს გვაქვს ეს მომენტი - შვილი იქნება, მეუღლე, მეგობარი თუ საქმე, ყველაფერზე გადაყოლა ვიცით. ჩვენ, საერთოდ, ასეთები ვართ, მოვლენილები იმისთვის, რომ გავაჩინოთ, გავზარდოთ, მოვუაროთ და ყველანაირი პირობა შევუქმნათ. გადამრჩენელი ტიპები ვართ, ბუდეს ვქმნით და ბოლომდე ვზრუნავთ გარშემო მყოფებზე. მერე უფრო და უფრო მეტ ზრუნვას ითხოვენ ჩვენგან და იმდენი სჭირდებათ, რომ საერთოდ გვავიწყდება ჩვენი თავი. მეორე კი არა, უკვე მეათეხარისხოვნები ვხდებით“, - აღნიშნა ბალანჩივაძემ.

 

ამასთან, ეკა ბალანჩივაძე მიიჩნევს, რომ ქალებმა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა გამონახონ დრო საკუთარი თავისთვის და  გარეგნობაზე იზრუნონ.

 

„როცა გააცნობიერებ, რომ უამრავ ადამიანს დაუთმე დიდი დრო, მაგრამ არცერთი წუთი საკუთარ თავს, გაგიჭირდება ძველი ფორმის დაბრუნება. ამიტომ, ხანდახან რაღაცაზე თვალი უნდა დავხუჭოთ. მაგალითად, მოუწესრიგებელია სახლი, სჯობს, ჯერ შენ მოიწესრიგო თავი და მერე მოაწესრიგო სახლი“, - განაცხადა დიზაინერმა.

 

შეგახსენებთ,რომ კოტე მათითაშვილმა და ეკა ბალანჩივაძემ 2018 წლის აგვისტოში იქორწინეს. კოტესთვის ეს მეორე, ხოლო ეკასთვის მესამე ქორწინება იყო.

 

 

big_banner
არქივი