logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: „ომიკრონთან“ დაკავშირებულ შიშებს და საფრთხეებს დღეს გამძაფრებულად გრძნობს მთელი მსოფლიო
- +

1 დეკემბერი. 2021. 19:31

 

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ნებისმიერი ახალი შტამი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, არავაქცინირებულ ადამიანებში სწრაფად გავრცელდეს, ქმნის საფრთხეს, რომ ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის მაჩვენებელი გაიზარდოს.

 

„ომიკრონთან“ დაკავშირებულ შიშებს და საფრთხეებს დღეს გამძაფრებულად გრძნობს მთელი მსოფლიო, თუნდაც იმუნიზაციის საბჭო ჯანდაცვის სამინისტროში ამიტომ ჩაინიშნა, რომ სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით გვემსჯელა სხვადასხვა თემაზე, იგივე ვაქცინაციის ბუსტერ დოზების მოდიფიცირება და ა.შ. სწორედ „ომიკრონის“ გამოჩენამ განაპირობა. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ახალი შტამის შეკავება, ამ შეკავების ღონისძიებებში პირბადე, დისტანცია ყველა ფორმის შტამისა და ვარიანტისგან იცავს ადამიანს, ამაზე უნივერსალური ჯერ არაფერი არ არსებობს. და რასაკვირველია, ვაქცინაციის პროცესი, რომელიც არის მხოლოდ ერთადერთი შესაძლებლობა“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

მისივე თქმით, ბუსტერ დოზების გაკეთების ვადებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება იგეგმება.

 

„დღეს იყო მსჯელობა და ბუსტერებთან მიმართებაში, ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით დიდი ალბათობით ხვალ-ზეგ გამოცხადდება გადაწყვეტილება, შემცირდება ვადა, 18 წლის ზემოთ უნივერსალურად სამ თვემდე, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში 6-დან 5 თვემდე ჩამოვა ეს ვადა, რაც ასევე მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მყარი და ძლიერი იმუნური პასუხით დახვდნენ თუნდაც ის ადამიანები, რომლებსაც ვაქცინაციის სურვილი აქვთ, მათ მაინც არ დავაკლოთ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება და ამ ახალი გამოწვევის პრისპირ შესაბამისი იმუნური სტატუსი ჰქონდეთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 

 

 

big_banner
არქივი