logo_geo
ხატია შამუგია: ძალიან კარგია, რაც ჩემს ცხოვრებაში ბოლო წელს მოხდა, რადგან არ ჩავრჩი იქ, სადაც განვითარების პერსპექტივა აღარც იყო
- +

2 დეკემბერი. 2021. 13:58

 

ხატია შამუგია ცნობილ მაღაზიათა ქსელიდან წამოსვლის შემდეგ წარსულზე აღარ ფიქრობს და საქმიანობას აქტიურად განაგრძობს.

 

„იმ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, რომლის გახსენებაც არ მინდა, ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მე კი ავირჩიე ის საქმეები, სადაც უფრო კარგად დავინახე ჩემი თავი. ეს წელი ჩემთვის კარიერულად მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია. ამ წელს დავუბრუნდი ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ საქმეს - რადიოსაც. ამ წელს ჩემი ორმაგი დაბრუნება მოხდა - როგორც რადიოწამყვანის, ისე პარფიუმერიის ექსპერტის. ძალიან კარგია, რაც ჩემს ცხოვრებაში ბოლო წელს მოხდა, რადგან არ ჩავრჩი და არ ჩავკვდი იქ, სადაც განვითარების დიდი პერსპექტივა აღარც იყო. ბევრ ჩემს ძველ თანამშრომელთან ვაგრძელებ მეგობრობას, მაგრამ იმ კომპანიის წარმოთქმა და ამ თემაზე ლაპარაკი დახურული მაქვს. თან იმდენი საქმე მაქვს, რომ მართლა აღარ მცალია, წარსულზე დრო დავხარჯო“, - აღნიშნავს ხატია შამუგია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.

 

 

big_banner
არქივი