logo_geo
ია სუხიტაშვილი: უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო აკადემიური თეატრის მსახიობი
- +

2 დეკემბერი. 2021. 15:15

 

„თეატრში როცა მივედი, იმ წელს ახალგაზრდა მხოლოდ მე მიმიღეს. რამდენიმე წლის შემდეგ ერთბაშად აიყვანეს ათი მსახიობი, მე კი მარტოს მომიხდა ადაპტაციის პერიოდის გავლა“, - იხსენებს რუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი „სარკესთან“ საუბრისას.

 

„რუსთაველის თეატრში არავის მივუწვევივარ. ბატონი რობერტი დგამდა „ჰამლეტს“, ოფელიას როლზე გამოცხადებული იყო კასტინგი და უამრავ ახალგზარდა გოგონასთან ერთად მივიღე მონაწილეობა. ერთ კვირაში დამირეკეს და მითხრეს, რომ როლზე დამამტკიცეს. ეს იყო შოკისმომგვრელი სიხარული, თუმცა, ეს არ იყო გარანტია, რომ მე რუსთაველის თეატრის მსახიობი გავხდებოდი. როცა პრემიერის დროს დავამთავრე ჩემი სცენა და გავედი კულისებში, გამომყვა ტაშის ხმა. ბატონმა რობერტმა და გია ყანჩელმა მომილოცეს და მითხრეს, რომ უკვე თეატრის მსახიობი ვიყავი. მეორე დღეს გაფორმდა ხელშეკრულება. რუსთაველის თეატრს აქვს ერთი უცნაური თვისება - შეიძლება, მთელი ცხოვრება იყო მსახიობი, მაგრამ მისი ორგანული ნაწილი ვერ გახდე და დარჩე, როგორც სხეულში შერჭობილი ხიჭვი. ძალიან უნდა მოინდომო, ყოველ სპექტაკლზე უნდა დაამტკიცო, რომ ერთი ორგანიზმი ხართ შენ და თეატრი, ერთ რიტმში ცხოვრობთ, ერთ რიტმში სუნთქავთ. სულ უნდა ეცადო, შენი ოსტატობა დახვეწო, ახალ სიმაღლეზე აიყვანო. თეატრში როცა მივედი, იმ წელს ახალგაზრდა მხოლოდ მე მიმიღეს. რამდენიმე წლის შემდეგ ერთბაშად აიყვანეს ათი მსახიობი, მე კი მარტოს მომიხდა ადაპტაციის პერიოდის გავლა. ამაში ძალიან დამეხმარნენ კოლეგები - ნინო კასრაძე, ზაზა პაპუაშვილი, დათო დარჩია, მალხაზ ქვრივიშვილი, ასევე გენიალური მსახიობი ედიშერ მაღალაშვილი, რომელიც ძალიან მგულშემატკივრობდა. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო აკადემიური თეატრის მსახიობი“, - აღნიშნავს მსახიობი.  

 

 

big_banner
არქივი