logo_geo
ხატია შამუგია: ეს სახლი მართლა მგავს...
- +

2 დეკემბერი. 2021. 16:19

 

 

„ამ სახლის მოწყობაში ბევრი რამ გავითვალისწინე, ფენ შუი, ასტროლოგიური მიდგომა, ეზოთერიკა“, - ახალი სახლის შესახებ ხატია შამუგია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. კარიერულ ცვლილებთან ერთად მან საცხოვრებელი სახლიც შეცვალა და ისეთი გარემო შექმნა, სადაც თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობს.

 

„მართლა ძალიან გარდამტეხი წელი გამოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან კომფორტული სახლი მაქვს. მართალია, დიდი არ არის, მაგრამ მომწონს. ჩემსავით პატარა სახლია და მე მყოფნის. ვინც ამ სახლში შემოდგამს ფეხს, ყველა მეუბნება, ეს ნამდვილად ხატიას სახლიაო. ეს სახლი მართლა მგავს, თან მისაღებ ოთახში ჩემი დიდი სურათი მიკიდია. ჩემზე მორგებული სახლია, ბევრი სუნამოთი და სურნელოვანი სანთლით. ამ სახლის მოწყობაში ბევრი რამ გავითვალისწინე, ფენ შუი, ასტროლოგიური მიდგომა, ეზოთერიკა. ენერგეტიკული კუთხით დავტვირთე, რომ ბროლი აუცილებელია სახლში, რომელსაც მოაქვს სინათლე და დადებითი ენერგია. შემოსასვლელში მაქვს ძალიან ლამაზი, პაკო რაბანის გველის გამოსახულება. მე გველის წელში ვარ დაბადებული და ინტერიერსაც ძალიან უხდება. სახლში ყოფნა რადგან მსიამოვნებს, დარწმუნებული ვარ, რომ ენერგეტიკულად ეს ადგილი ჩემია“, - აღნიშნავს ხატია შამუგია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი