logo_geo
ია სუხიტაშვილი: არ მესმის იმ მშობლის, ვინც ამბობს, ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვსო. რას ჰქვია, ყველაფრის უფლება?!
- +

3 დეკემბერი. 2021. 13:36

 

„შეიძლება, ძველმოდური ვარ, მაგრამ ასე ვფიქრობ. ვმეგობრობ ჩემს შვილთან, თუმცა, დედაშვილობის ზღვარს არასდროს გადავდივარ“ , - ამის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.

 

„მინდა, ლუკამ კარგი განათლება მიიღოს, უპირველესად სკოლაში ისწავლოს ყველა საგანი და არა მხოლოდ ამორჩევით, რადგან ზოგად განათლებას სკოლა იძლევა. გარკვეული დოზით თავისუფლებას ვაძლევ. არ მესმის იმ მშობლის, ვინც ამბობს, ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვსო. რას ჰქვია, ყველაფრის უფლება?! არსებობს წესები, რომელთა დარღვევა არ შეიძლება. ბავშვს უნდა ეტყობოდეს, რომ ოჯახში იზრდება. მე ვერ დავუშვებ, ჩემმა 14 წლის შვილმა ღამე სახლში არ გაათენოს, ან ღამის 2-3 საათზე შემოაღოს კარი. შეიძლება, ძველმოდური ვარ, მაგრამ ასე ვფიქრობ. ვმეგობრობ ჩემს შვილთან, თუმცა დედაშვილობის ზღვარს არასდროს გადავდივარ“, - აღნიშნავს ია სუხიტაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი