logo_geo
ხატია შამუგია: მივხვდი, რომ რაც მეტი საქმე გაქვს, უფრო მარტივად აკეთებ დროის მენეჯმენტს
- +

3 დეკემბერი. 2021. 15:37

 

მას შემდეგ, რაც ხატია შამუგიამ ცნობილ მაღაზიათა ქსელთან თანამშრომლობა დაასრულა, ახალ გამოწვევებს შეხვდა. ის ამ ეტაპზე 5 კომპანიას უწევს ხელმძღვანელობას პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ დროის მენეჯმენტით საკმაოდ კმაყოფილია.

 

„ძალიან სასიამოვნო ცხოვრების რიტმი მაქვს. ყველა დღე განკუთვნილია თითო კომპანიისთვის. მივხვდი, რომ რაც მეტი საქმე გაქვს, უფრო მარტივად აკეთებ დროის მენეჯმენტს და ანაწილებ შენს რესურსს. ძალიან მშვიდად, წყნარად და ნაყოფიერად ვუნაწილებ ყველა კომპანიას თავის დროს“, - აცხადებს ხატია შამუგია.

 

 

 

 

big_banner
არქივი