„ნაოჭები საგანგაშო არ არის“, - აღნიშნავს რუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.
„არ ვარ მომხრე არანაირი პლასტიკური ჩარევის. ჯერ ერთი, საშინლად მეშინია ინექციების და მეორეც, მე მჭირდება სახის ბუნებრივი მიმიკების შენარჩუნება. სიბერეს თავიდან ვერანაირად ავიცილებ და მირჩევნია, ბუნებრივად დავბერდე. სადღაც ვნახე მაია პლისეცკაიას ფოტო, უკვე ხანში შესულის. იღიმებოდა, უამრავი ნაოჭი ჰქონდა, მაგრამ მაინც საოცრად მომხიბლავი და არისტოკრატული იყო. ასე რომ, ნაოჭები საგანგაშო არ არის“, - აღნიშნავს ია სუხიტაშვილი.