logo_geo
თაკო კორინთელი: თავს ძლიერ ქალად მივიჩნევ
- +

3 დეკემბერი. 2021. 18:35

 

 

ტელეწამყვანმა და მსახიობმა თაკო კორინთელმა ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ოჯახურ ურთიერთობებსა და კარიერულ წარმატებებზე. ტელეწამყვანის თქმით, მისი წარმატება შრომის შედეგია და კარიერულ წინსვლაში არავინ დახმარებია.

 

„საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს და, საერთოდ ამბიციური ადამიანი არ ვარ, მაგრამ  თავს ძლიერ ქალად მივიჩნევ, რატომაც არა! კარიერაში ყველაფერი ჩემი შრომით გავაკეთე -ჩემს სამუშაო სფეროში ახლობლები არ მყოლია, ვინც დამეხმარებოდნენ. საჭირო დროს საჭირო ადგილას ვხვდებოდი - ეს ბედისწერაცაა. მაგრამ სუსტი რომ ვყოფილიყავი, იმას მაინც ვერ გავაკეთებდი, რაც გავაკეთე“, - აღნიშნავს თაკო კორინთელი.

 

 

 

big_banner
არქივი