logo_geo
თაკო კორინთელი: დაოჯახების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ბევრად უკეთაა
- +

3 დეკემბერი. 2021. 21:15

 

რამდენიმე თვის წინ ტელეწამყვანი და მსახიობი თაკო კორინთელი დაქორწინდა. მისი რჩეული ცნობილი ექიმი ლევან ნარეშელია. ტელეწამყვანმა ჟურნალ „გზასთან“ ვრცლად ისაუბრა ოჯახზე და საოჯახო გადანაწილებაზე.

 

„კონკრეტული საქმეები გადანაწილებული არ გვაქვს. ბუნებრივად ხდება, რომ საოჯახო საქმეებში ორივე ერთნაირად ჩართულები ვართ. ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვაკეთებთ. ძირითადად, სახლს მე ვალაგებ. კერძების მომზადებას რაც შეეხება, ვაღიარებ, რომ რეალურად, ეს საქმე ლევანს ბევრად უკეთ გამოსდის. ამიტომ ვცდილობ, სამზარეულოში ასპარეზი ხშირად დავუთმო, თუმცა, ძირითადად, კერძებს მაინც მე ვამზადებ“, - აცხადებს თაკო.

 

ამასთან, თაკომ აღნიშნა,რომ დაოჯახების შემდეგ, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა.

 

„დაოჯახების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იმაზე ბევრად უკეთესად არის, ვიდრე მანამდე იყო - საყვარელ ადამიანთან ერთად ვცხოვრობ“, - აღნიშნა თაკო კორინთელმა.

 

 

big_banner
არქივი