logo_geo
ია სუხიტაშვილი: არ ვარ იმ ასაკის და ისეთ განწყობაზე, ბაყაყებდახატული მაისურით ვიხტუნაო რომელიმე შოუში
- +

4 დეკემბერი. 2021. 15:00

 

 

„ახალგაზრდობაში ხშირად ვთანხმდებოდი კლიპებში გადაღებაზე, ახლა მხოლოდ შერჩევით მივიღებ მონაწილეობას, ყველა სატელევიზიო შოუშიც არ მივალ“, - ჟურნალ სარკესთან საუბრისას აღნიშნავს რუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი.

 

„თუ შინაარსის გახსნისთვის, ემოციური მომენტის შექმნისთვის და, საერთოდ, თუ ამის გარეშე შეუძლებელია, ფილმი ფასეული გამოვიდეს, მაშინ, რა თქმა უნდა, თანახმა ვარ, შევასრულო ასეთი სცენა. მაგრამ თუ ფილმი არაფერს წარმოადგენს და რეჟისორს სჭირდება, ასე ვთქვათ, ამოსაქაჩად, არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები. იმასაც გააჩნია, რა დოზით და რა ფორმით იქნება გადმოცემული ეს ყველაფერი. კარგად ვიცი, რა შემიძლია, გავაკეთო და რისი უფლება არ მივცე ჩემს თავს. ახალგაზრდობაში ხშირად ვთანხმდებოდი კლიპებში გადაღებაზე, ახლა მხოლოდ შერჩევით მივიღებ მონაწილეობას, ყველა სატელევიზიო შოუშიც არ მივალ. არ ვარ იმ ასაკის და ისეთ განწყობაზე, ბაყაყებდახატული მაისურით ვიხტუნაო რომელიმე შოუში“, - აღნიშნავს ია სუხიტაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი