logo_geo
თამარ ხურცილავა: ცეკვაზე შევედი თუ არა, იმ მომენტიდან ვიცოდი, რომ „სუხიშვილების“ გარდა არსად მინდოდა
- +

7 დეკემბერი. 2021. 14:47

 

 

„ერთ დღესაც ბათუმში ვისვენებდი და „სუხიშვილების“ კონცერტზე აღმოვჩნდი. ავტოგრაფისთვის მივედი ერთ-ერთ მოცეკვავესთან და ვუთხარი, სხვათა შორის, ჩემი ოცნებაა „სუხიშვილებში“ ცეკვა-მეთქი“, - ამის შესახებ „სუხიშვილების“ სოლისტი თამარ ხურცილავა ჟურნალ თბილისელებთან“ საუბრობს.

 

„ჩემი დამოუკიდებლობა ზუსტად სუხიშვილებთან შეხვედრას უკავშირდება. ცეკვაზე შევედი თუ არა, იმ მომენტიდან ვიცოდი, რომ „სუხიშვილების“ გარდა არსად მინდოდა. ეს იყო ჩემი სანუკვარი ოცნება, სულ ამაზე ვფიქრობდი. ერთ დღესაც ბათუმში ვისვენებდი და „სუხიშვილების“ კონცერტზე აღმოვჩნდი. ავტოგრაფისთვის მივედი ერთ-ერთ მოცეკვავესთან და ვუთხარი, სხვათა შორის, ჩემი ოცნებაა „სუხიშვილებში“ ცეკვა-მეთქი. არანაირი მიზანი არ მქონია, უბრალოდ, ჩემი ბავშვური ოცნება გავუზიარე. გულში კი მქონდა მიზანი, როგორც კი სრულწლოვანი გავხდებოდი, მივსულიყავი სუხიშვილებთან და ჩემი თავი წარმედგინა. ამ გოგომ, რომელიც პუსკა (ეთერ) გამსახურდია გახლდათ, შემომხედა, ნინოსთან  და ილიკოსთან წამიყვანა და ეუბნება: ნახეთ, რა მაგარი ბავშვია, ჩვენთან ცეკვა უნდაო. უცებ წრე შეიკრა ჩემ გარშემო და ყველა მე მიყურებდა. არ მჯეროდა, თავი სიზმარში მეგონა. ამ დროს ნინო მეუბნება: სექტემბერში სტუდიას ვხსნით თბილისში და შეგიძლია, ჩვენთან მოხვიდეო“, - აღნიშნავს თამარ ხურცილავა.

 

 

big_banner
არქივი