logo_geo
სანდრო წურწუმია: რაც დრო გადის, ვხვდები, რომ გარეგნობაც საკმაოდ მნიშვნელოვანია
- +

8 დეკემბერი. 2021. 12:31

 

 

„როცა გავიაზრე, რომ გარეგნობით ყურადღებას ვიქცევდი, მივხვდი, რომ კარგი გარეგნობა მქონდა და მაშინვე გავიფიქრე, რა მაგარი იქნება, ამას კარგი ცოდნა რომ დავამატო და ორმაგად მაგარი ვიქნები-მეთქი“, - ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი სანდრო წურწუმია, რომელიც საკუთარი ვიზუალური მონაცემებიდან გამომდინარე შეუმჩნევლად არ რჩება, ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას საკუთარ შეხედულებას გვიზიარებს.

 

 

„ბავშვობიდანვე მივხვდი, რომ კარგი გარეგნობა კი კარგია - მარტივად იქცევ ყურადღებას და ისედაც სასიამოვნოა, როცა კარგად გამოიყურები, კარგად გაცვია, მაგრამ მე, პირადად, ცოდნა უფრო მიზიდავდა და სულ რაღაც საიდუმლოებებს დავდევდი. ვიზუალი ცოტა დამავიწყდა და ძალიან არ მომწონდა, როცა ჩემში გარეგნობას აქცევდნენ ყურადღებას, მე სხვა ღირებულებები მქონდა და ადამიანში დღემდე სხვა რამეს ვაფასებ. თუმცა, რაც დრო გადის, ვხვდები, რომ გარეგნობაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. როცა გავიაზრე, რომ გარეგნობით ყურადღებას ვიქცევდი, მივხვდი, რომ კარგი გარეგნობა მქონდა და მაშინვე გავიფიქრე, რა მაგარი იქნება, ამას კარგი ცოდნა რომ დავამატო და ორმაგად მაგარი ვიქნები-მეთქი. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არ მაინტერესებს, როგორ გამოვიყურები და რა მაცვია. დეიდაჩემი სულ მეჩხუბება ამის გამო - ეს ჩაიცვი, ის გაისწორე და მერე ვხვდები, რომ მართალია“, - აღნიშნავს სანდრო წურწუმია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი