logo_geo
კესარია აბრამიძე: ახლა შეყვარებული არ მყავს!.. მე რაღაცის გამო არ ვარ ადამიანებთან
- +

8 დეკემბერი. 2021. 13:36

 

 

კესარია აბრამიძე გადაცემა „სთორის“ სტუმარი იყო. მან პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სრულიად თავისუფალია.

 

როგორც ჩანს, კესარიას გული ვერავინ მოიგო და ის ჯერ კიდევ ელოდება თავის გულის სწორს.

 

„20 წლის ვიყავი, პირველი მეუღლე რომ გავიცანი... ბავშვური სიყვარული იყო... მას მართლა ძალიან ვუყვარდი, ყველაზე მაგარი ქალი ვიყავი მისთვის.

 

ზოგადად ურთიერთობაში მინიმალური ფლირტები ყოველთვის მაქვს. მინდა-არ მინდა, ყოველთვის ვარ ყურადღების ცენტრში.

ახლა გარკვევით მინდა ვთქვა, რომ შეყვარებული არ მყავს და ვარ სრულიად თავისუფალი.

ყოველთვის ვარ შეყვარებული საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე. ჩემთვის არცერთი ურთიერთობა არ ყოფილა უსიყვარულოდ, ესა ჩემთვის მნიშვნელოვანი.

მე რაღაცის გამო არ ვარ ადამიანებთან. ურთიერთობა მხოლოდ სიყვარულით მაქვს, ყველაფერს გრძნობით ვაკეთებ“, - ამბობს კესარია.

 

 

big_banner
არქივი