logo_geo
ნინო კასრაძე: ვინმემ რომ მოგიტაცოთ?! ძალით იცხოვრებდით?!
- +

8 დეკემბერი. 2021. 16:04

 

„გოგო, ნახე, ლამზირას შვილი რა ლამაზია, კარგი ნასწავლი, აღზრდილი, მოდი ლევანიკოს გავაცნოთ“... „ ეს გოგო მიყვარს და ჩემი გახდება!“... „ჩემი დაგარქვი და სულ ასე იქნება“... „მოვიტაცებ და მერე რაღას იზამს“...- ამ და სხვა ფრაზებით ხდებოდა და ხდება ქალის შეფასება და მისი ბედის გადაწყვეტა. თუმცა, გულს დაგიმშვიდებთ და გეტყვით, რომ უფრო ხდებოდა, ვიდრე ხდება.

 

90-იან წლებში ქალს მოიტაცებდნენ და სახლში აღარ აბრუნებდნენ, სხვის ოჯახში „ღამე ჰქონდა“ გათენებული. ამ „ღამეში“ კი „უხსენებელი“ ანუ სექსი იგულისხმებოდა.

 

დიახ, არაქალიშვილ გოგოს სახლში უკან ვერავინ მიიღებდა და ამიტომ მოტაცებული ქალი ქმრის ოჯახში რჩებოდა. საბედნიეროდ, ზოგს კარგი ქმარი ხვდებოდა, ზოგს კი ცხოვრება სატანჯველად ექცეოდა.

 

სწორედ ამ მოტაცების ფენომენზე ისაუბრა მსახიობმა ნინო კასრაძემ გადაცემა „გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში“.

 

მსახიობმა აღნიშნა, რომ ეს დღევანდელი რეალური სივრცე ტრაგედიული ნაწილია.

 

„ბევრ ქალთან მაქვს ურთიერთობა და ვიცი, რომ ბევრი მოტაცებულია განა ერთხელ, 3-ჯერ. ვაიმე, დათო, აი, შენ რომ ვინმემ მოგიტაცოს, დარჩებოდი? მართლა, გულწრფელად მაინტერესებს... ძალით იცხოვრებთ?

 

ქალმა რატომ უნდა იცხოვროს, არ მესმის. 3-ჯერ მოტაცებული ქალი ბოზია, აი, ეს ტრაგედიაა“, - ამბობს მსახიობი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი