logo_geo
გიორგი კალანდია: დღეს საზოგადოების ნაწილისთვის ბულინგი, სიძულვილის ენით საუბარი უფრო მისაღებია, ვიდრე მადლიერების გამოთქმა
- +

9 დეკემბერი. 2021. 03:00

 

 

„თუ ჩვენ იმაზე ვკამათობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი რატომ არის შეტანილი საქართველოს ისტორიის წიგნში ეს უბრალოდ სასაცილოა“, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის ბულინგი, სიძულვილის ენით საუბარი უფრო პოპულარული და მისაღებია, ვიდრე მადლიერების გამოთქმა.

 

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ადამიანი იყო ქართული სახელმწიფოს მეთაური და აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ ის ისტორიის წიგნში უნდა მოხვედრილიყო. გარდა ამისა, ამასაც თავი რომ დავანებოთ, ბიძინა ივანიშვილი მოვიდა დემოკრატიული არჩევნების გზით, ასე გადმოიბარა ხელისუფლება და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. მე ისტორიკოსი გახლავართ და კარგად ვიცი, ერთ პერიოდი საქართველოში იყო საკმაოდ მძიმე დრო, როდესაც საქართველოში ერთი ხელისუფლება დაამხეს და მაშინ საერთოდ იკრძალებოდა ზვიად გამსახურდიას ხსენება არათუ სახელმძღვანელოებში, არამედ საზოგადოების თავშეყრის ადგილებშიც კი. საერთოდ, როდესაც სახელმძღვანელოებში ვიღაცის ჩაწერა იკრძალება, ამ შავი მელნით იშლება, ყველამ კარგად ვიცით, ამას ქვეყანა სადამდეც მიჰყავს. დღეს საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის ბულინგი, სიძულვილის ენით საუბარი უფრო პოპულარული და მისაღებია, ვიდრე მადლიერების გამოთქმა, ან იმის თქმა, რომ ამ ადამიანმა ესა თუ ის საქმე გააკეთა. ეს საზოგადოების ამ ნაწილის ძალიან დიდი პრობლემაა და ამაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა გიორგი კალანდიამ.

 

 

big_banner
არქივი