logo_geo
ამირან გამყრელიძე ველისციხეში გამართულ სუფრაზე: მასპინძელმა სიტყვა გატეხა, ფოტო არ უნდა გადაეღო
- +

13 დეკემბერი. 2021. 00:21

 

 

„შეიძლება ქართველს ქეიფი არ უყვარდეს?! გააჩნია ვის წრეში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

მან გადაცემაში ველისციხეში სუფრასთან დაკავშირებული შემთხვევა გაიხსენა, რის გამოც გამყრელიძე სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანი გახდა. ფოტოზე იგი ღვინოს კრამიტიდან სვამდა.

„ვაქცინაციის მარათონის დროს ველისციხეში გახლდით და იქ შემოდგომის პერიოდი იყო, როდესაც რთველი მთავრდებოდა. მოსახლეობასთან შეხვედრები გვქონდა და ახსნა-განმარტება ვაქცინაციაზე. შემდეგ გვითხრეს, რომ ვენახში ჩავსულიყავით. ცოტა ყურძენი დავკრიფეთ. შემდეგ გვითხრეს, ჩვენი საკუთარი შატო გვაქვსო. მართლაც, ძველი შატო იყო - მე-19 საუკუნის და უფრო ძველი ქვევრებით. ასევე გვითხრეს, კახური შოთი და გუდის ყველი გაგვესინჯა. ამას მე „კახურ ფურშეტს“ ვეძახი-ხოლმე. თანამშრომლებთან ერთად ვიყავი და უარი არ ვუთხარით. ჩვენ ყველა აცრილები ვიყავით და ეგ იყო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი