logo_geo
ნინო მათიაშვილი: გადავწყვიტე, თავი უცხო თეატრში მეცადა
- +

14 დეკემბერი. 2021. 20:39

 

 

ნინო მათიაშვილი წარმატებული ქართველი ბალერინაა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საბალეტო დასის წევრია და იმ გამოცდილებას, რომელმაც „ბოსტონ ბალეტამდე“ მიიყვანა ის ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„რაც თავი მახსოვს სულ ვცეკვავ, შეიძლება ითქვას, ოპერის თეატრში გავიზარდე. დედა თბილისის ოპერისა და ბალეტის წამყვანი ბალერინა იყო და შესაბამისად, ბალეტი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. 7 წლის ასაკიდან ოპერის თეატრში ხელფასი მერიცხებოდა, რადგან ვმონაწილეობდი იმ საოპერო და საბალეტო სპექტაკლებში, სადაც პატარა მოცეკვავე სჭირდებოდათ. 10 წლის ასაკში ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩავაბარე და 8-წლიანი სწავლების შემდეგ ოპერისა და ბალეტის დასის წევრი გავხდი. საქართველოში ძალიან ბევრ ჩემთვის საყვარელ ბალეტში ვცეკვავდი. თბილისში 5 წლის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ ქალბატონი ნინო ანანიაშვილის და ჩემი პედაგოგების – ირინე ჯანდიერისა და ანატოლი კუჩერუკის. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გვქონდა გასტროლები, ამანაც გამზარდა როგორც მოცეკვავე. 5 სეზონის შემდეგ გადავწყვიტე, თავი უცხო თეატრში მეცადა, რადგან ახალი გამოწვევები და სიახლეები მაინტერესებდა.“ - ამბობს ბალერინა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი