logo_geo
თამრი ხურცილავა: ეს იყო ჩემი სანუკვარი ოცნება...
- +

14 დეკემბერი. 2021. 21:39

 

 

„სუხიშვილების“ მოცეკვავე, თამრი ხურცილავა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში თავის ცეკვის ისტორიაზე საუბრობს.

 

 

„ჩემი დამოუკიდებლობა ზუსტად მათთან შეხვედრას უკავშირდება. ცეკვაზე შევედი თუ არა, იმ მომენტიდან ვიცოდი, რომ „სუხიშვილების“ გარდა არსად მინდოდა. ეს იყო ჩემი სანუკვარი ოცნება, სულ ამაზე ვფიქრობდი. ერთ დღესაც ბათუმში ვისვენებდი და „სუხიშვილების“ კონცერტზე აღმოვჩნდი. ავტოგრაფისთვის მივედი ერთ-ერთ მოცეკვავესთან და ვუთხარი, სხვათა შორის, ჩემი ოცნებაა სუხიშვილებში ცეკვა-მეთქი. არანაირი მიზანი არ მქონია, უბრალოდ, ჩემი ბავშვური ოცნება გავუზიარე. გულში კი მქონდა მიზანი, როგორც კი სრულწლოვანი გავხდებოდი, მივსულიყავი სუხიშვილებთან და ჩემი თავი წარმედგინა. ამ გოგომ, რომელიც პუსკა (ეთერ) გამსახურდია გახლდათ, შემომხედა, ნინოსთან და ილიკოსთან წამიყვანა და ეუბნება: ნახეთ, რა მაგარი ბავშვია, ჩვენთან ცეკვა უნდაო. უცებ წრე შეიკრა ჩემ გარშემო და ყველა მე მიყურებდა. არ მჯეროდა, თავი სიზმარში მეგონა. ამ დროს ნინო მეუბნება: სექტემბერში სტუდიას ვხსნით თბილისში და შეგიძლია, ჩვენთან მოხვიდეო.“- ამბობს მოცეკვავე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი