logo_geo
სოფო დონაძე: ეს იყო იმის დამტკიცების მცდელობა, რომ მე შემეძლო, ცხელი წერტილებიდანაც თავისუფლად მემუშავა
- +

14 დეკემბერი. 2021. 22:52

 

ჟურნალისტ სოფო დონაძის გამორჩეული ვიზუალი – გრძელი ფეხები და ქერა თმა ხშირად გამხდარა მის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების მიზეზი.

 

 

„ალბათ, ესეც იყო ამის განმაპირობებელი. როცა ზედმეტად ხშირად გეუბნებიან, ფრთხილად, გოგო ხარ! შენ შეიძლება, უკურეაქცია გაგიჩნდეს და იმის დამტკიცება მოგინდეს, რომ ყველაფერს სიფრთხილის გამოჩენის გარეშეც გაუმკლავდები ან სიფრთხილე რომ საჭიროა, ეს თვითონაც კარგად იცი. რომ გავიზარდე და მუშაობა დავიწყე, სამსახურშიც სტერეოტიპული დამოკიდებულებით მიმიღეს – როგორც „ნაზი გოგო“. თავიდან კორესპონდენტი ვიყავი და მახსოვს, ხანძრიდან რომ ჩავერთე პირდაპირ ეთერში, ეს იყო ჩემი მხრიდან იმის დამტკიცების მცდელობა, რომ მე შემეძლო ცხელი წერტილებიდანაც თავისუფლად მემუშავა და ამაში ჩემი სინაზე ხელს არ შემიშლიდა. მერე, როცა სპორტული ჟურნალისტიკით დავკავდი, იყო კომენტარები: გოგოს სპორტში რა უნდა, ეს გოგო რა შუაშია?! თუმცა სპორტთან მე მჭიდრო კავშირი მაქვს. ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს რაგბი, ადრე მამა თამაშობდა და ერთად დავდიოდით თამაშებზე. ტელევიზიაშიც გაიგეს ჩემი სპორტისადმი სიყვარულის შესახებ და გადაწყდა, „მაესტროზე“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ათწუთიანი სპორტული გამოშვება გაგვეკეთებინა. სიმართლე რომ ვთქვა, მეც არ მომწონდა ეს ყველაფერი. სპორტში სათანადოდ ვერ ვერკვეოდი, მაგრამ არიან ქალი სპორტული ჟურნალისტები, რომლებიც ამსხვრევენ იმ სტერეოტიპს, რომლის თანახმადაც ქალის ადგილი არ არის სპორტულ ჟურნალისტიკაში. ჩემს შემთხვევაში მარტო სქესის ამბავი არ იყო, აღმოჩნდა, რომ არც ისე დიდი ინტერესი მქონდა, რომ რაგბის გარდა სპორტის სხვა სახეობებშიც საფუძვლიანად გავრკვეულიყავი. ამ დროს მე პოლიტიკურ პროცესებში ვიყავი ჩართული და სპორტის ნაცვლად მთავრობის სხდომებს ვუყურებდი.“- ამბობს ჟურნალისტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი