logo_geo
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
- +

15 დეკემბერი. 2021. 00:17

 

 

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან"

 

ვერძი

 

გარკვეული სიძნელეების გადალახვისას, შეძლებთ ჩანაფიქრების განხორციელებას და მიზნის მიღწევას. მოგზაურობებსა და გადაადგილებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. სასიყვარულო ურთიერთობაში კი, სჯობს უარი თქვათ რადიკალურ ზომებზე და მეტი ყურადღება გამოიჩინოთ რჩეულის მიმართ.

 

კურო

 

ნუ აჰყვებით ემოციებს და ურთიერთობებში აკონტროლეთ ყველა სიტყვა. ნებისმიერი გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღეთ და მოერიდეთ ფულის ფლანგვას. თქვენი პირადი ცხოვრებაში, შეიძლება დაფიქრდეთ ცვლილებებზე. ახალი ინფორმაცია, გადაუმოწმებლად არ გამოიყენოთ.

 

ტყუპები

 

ახალი საქმის დაწყება რეკომენდებული არაა. ასევე, ეს პერიოდი არ უწყობს ხელს მოგზაურობას, სამაგიეროდ კარგია სამომავლო გეგმების დაწყობისა და მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. ზედმეტი პირდაპირობით ეცადეთ არ გააღიზიანოთ პარტნიორები და გარშემომყოფთა აგრესია არ დაიმსახუროთ.

 

კირჩხიბი

 

დაძაბული და ემოციური დროა, როცა პარტნიორული, საქმიანი, ან სასიყვარულო ურთიერთობების შენარჩუნება, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. აუცილებლად გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების აზრი და სურვილები. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ ბევრი დრო დახარჯოთ კამათსა და უსიამოვნებებზე.

 

ლომი

 

რთული დროა, ამიტომ აუცილებელია წინდახედულება. გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. უარი თქვით მოგზაურობაზე და მოთოკეთ ემოციები. ჭარბი ენერგია, მუშაობასა და ფიზიკურ ვარჯიშზე დახარჯეთ. მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან საქმიან და სასიყვარულო ურთიერთობას.

 

ქალწული

 

ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ, რადგან შეცდომებისა და გაუგებრობების ალბათობა მაღალია. ოჯახში არ იყოთ მომთხოვნი და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში.მოგზაურობა რეკომენდებული არაა.

 

სასწორი

 

ინტუიციაზე დაყრდნობით, გაგიადვილდებათ სწორი არჩევანის გაკეთება. მაგრამ რადიკალური გადაწყვეტილება სჯობს არ მიიღოთ. პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობებში, უნდა ისწავლოთ ჰარმონიული მდგომარეობის შენარჩუნება. მოერიდეთ მოგზაურობას. ნუ გარისკავთ და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

 

მორიელი

 

რისკი ამ პერიოდში გაუმართლებელია. კარგი დროა ინტელექტუალური განვითარებისათვის. აუცილებლად დაიტოვეთ დრო პირადი ცხოვრებისა და ურთიერთობისათვის. ერიდეთ შორეულ მოგზაურობებსა და შემთხვევით ნაცნობობას.

 

მშვილდოსანი

 

კრიზისული ან ექსტრემალური სიტუაციები, მეტად ძლიერს გაგხდით. გაიზრდება ამბიციურობა. უეცარ სასიყვარულო იმპულსებს ნუ აჰყვებით და გონება ვნებაზე წინ დააყენეთ. შეამცირეთ გადაადგილებები, რადგან გზაში გაუთვალისწინებელ მოვლენებს ექნება ადგილი.

 

თხის რქა

 

სჯობს ერიდოთ მაკომპრომეტირებელ კავშირების დამყარებას. მეტად იზრუნეთ პროფესიული ჩვევების გაღრმავებასა და ახალი ცოდნის შეძენაზე. მოგზაურობისგან, სჯობს თავი შეიკავოთ. საყვარელ ადამიანის მიმართ მეტი ყურადღებაა საჭირო, რათა არ იეჭვიანოს.

 

მერწყული

 

პრობლემების მოგვარებისას, ეცადეთ არავინ დააზარალოთ და გაითვალისწინეთ სხვათა ინტერესები. გაიზრდება როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯის რაოდენობაც, ამიტომ ყურადღებით ჩაატარეთ ყველა ფინანსური ოპერაცია. მოგზაურობა გადადეთ. სასიყვარულო ურთიერთობებში კი, სჯობს დინჯად იმოქმედოთ.

 

თევზები

 

სიფრთხილე გმართებთ კოლეგებთან, რათა არ გაგიფუჭდეთ ურთიერთობა ან არ აღმოჩნდეთ უსიამოვნო სიტუაციებში. დამოუკიდებლად მოქმედებისას უკეთეს შედეგს მიიღებთ. ოჯახის წევრებთან მეტად თბილი იყავით. კარგი იქნება თუ გააანალიზებთ წარსულსა და მომავალს. მოგზაურობისგან თავი შეიკავეთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი