logo_geo
გიგა კვეტენაძე: მიჩვეული ვარ გამარჯვებისთვის მაქსიმუმის გაკეთებას და ცეკვასაც ამ პრინციპით ვუდგები.
- +

15 დეკემბერი. 2021. 00:25

 

 

კალათბურთელი გიგა კვეტენაძე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ამ სეზონის გამორჩეული მონაწილეა, რომელსაც პარტნიორობას მოცეკვავე ირა კვიტინსკაია უწევს. წყვილი ჟიურისგანაც კარგ შეფასებებს იღებს და მაყურებლის მხარდაჭერის მიხედვითაც ლიდერ პოზიციას იკავებს.

 

 

„ყველანაირად მომართული ვარ მაქსიმალური შედეგისთვის. როცა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობა შემომთავაზეს, მომეწონა ეს იდეა. არ მიყოყმანია, მაშინვე დავთანხმდი. ახლა ძალიან მოტივირებული ვარ გამარჯვებისთვის. მგონია, რომ სპორტული ჟინიც დიდ როლს თამაშობს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მიჩვეული ვარ გამარჯვებისთვის მაქსიმუმის გაკეთებას და ცეკვასაც ამ პრინციპით ვუდგები. ტელევიზიაში რეპეტიციები იქნება თუ ირასთან დამატებითი გაკვეთილები, თავს არსად ვზოგავ და ვცდილობ, სცენაზე ძალიან კარგად გამოვიდე. ირამ მაგრად იცის თავის საქმე და სწორ შენიშვნებს მაძლევს, მე ამაზე არანაირი პრობლემა არ მაქვს. თუ რამეს მისწორებს, ვიცი, რომ ამას ჩემთვის აკეთებს და ძალიან მომწონს მისი მიდგომები. ჩემი წარმატების მთავარი განმაპირობებელი ირა არის.“ - ამბობს კალათბურთელი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი