logo_geo
იუნა შაფათავა: ეს არ არის მთავარი როლი და არც სალაპარაკო
- +

15 დეკემბერი. 2021. 00:26

 

 

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი Sex And the Sity ეკრანს ახალი სეზონით უბრუნდება და ამ მომენტს, მისი უამრავი გულშემატკივარი სულმოუთქმელად ელოდება. განსაკუთრებით სასიხარულო ჩვენთვის ის არის, რომ ახალი სეზონის გადაღებებში მონაწილეობა ქართველმა მსახიობმა იუნა შაფათავამაც მიიღო.

 

„ჩემთვის ეს არ არის აჟიოტაჟის მიზეზი. ეს არ არის მთავარი როლი და არც სალაპარაკო. მე დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი სამანტას როლს, მაგრამ ყველაფერს თავისი წესები აქვს. დროს და გამოცდილებას მოაქვს ყველაფერი. ამერიკაში რომ ჩამოვედი, ვერც ჯენიფერ ლოპესს ვეტყოდი, ჩაიწიე, მე ჩამოვედი-მეთქი და ვერც სარა ჯესიკა პარკერს. უნდა მოითმინო და საჭირო დროს შენი თავი აჩვენო.  ეს ის პროექტი არ არის, სადაც ქუჩიდან მოხვდები, მაგრამ ვქექე, ვქექე და გამოვიდა. ვიპოვე სააგენტო, რომელიც კონკრეტულად ამ პროექტის ქასთინგით არის დაკავებული და ვაგზავნე და ვაგზავნე ჩემი მონაცემები. ეს არ არის გასაოცარი სცენა, ბეგრაუნდია, უბრალოდ გამოვჩნდები, ტექსტის გარეშე, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟის მიზეზია, მაგრამ გამიხარდა, რომ გოგონებმა აიტაცეს, ეს ჩემთვის დიდი მხარდაჭერაა. ჩემს თანამშრომელს, რომელიც ამ სფეროშია, ვეუბნებოდი, რა სალაპარაკოა, ისიც არ ვიცი, რამდენი წამით გამოვჩნდები და მრცხვენია-მეთქი. შენ ხომ არ გაგიჟდიო, მიპასუხა.

 

მე ამერიკაში ფსკერიდან დავიწყე ცხოვრება. ისეთი სამსახურები მქონდა, ვტიროდი, ისე არ მინდოდა იმ საქმის კეთება, მაგრამ საკუთარ თავს ყველა გზა მოვუჭერი. აქ მხოლოდ ერთი ბილეთით წამოვედი და ჩვეულებრივი ცხოვრება ერთი დღეც არ მქონია.“-  ამბობს იუნა შაფათავა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი