logo_geo
ნანუკა გულუა: ყველა წინადადებას ვნანობ, როცა ვამბობდი, რომ მარტოც ძალიან ბედნიერი ვარ-მეთქი
- +

15 დეკემბერი. 2021. 14:15

 

„უნდა ვაღიარო, რასაც უნდა ვაკეთებდე, გონებით მართლაც მასთან ვარ“, - ამის შესახებ მსახიობმა ნანუკა გულუამ ჟურნალ „სარკესთან“ მეუღლეზე  კახაბერ კაშიაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ჩემი მეგობრები მეუბნებიან, გამოპრუტუნდი, გონებით ჩვენთან აღარ ხარო და საყვედურებით მავსებენ. მე კი ამას ვერ ვგრძნობ, თუმცა, უნდა ვაღიარო, რასაც უნდა ვაკეთებდე, გონებით მართლაც მასთან ვარ. სულ მეჩქარება მასთან და მინდა, მის გვერდით ვიყო. რა თქმა უნდა, შევიცვალე, რადგან უკვე ორი ადამიანი ვართ და ყველაფერს ერთად ვფიქრობთ და ვაკეთებთ. ყველა წინადადებას ვნანობ, როცა ვამბობდი, რომ მარტოც ძალიან ბედნიერი ვარ-მეთქი. თურმე, სულ სხვა შეგრძნებაა, როდესაც გვერდით ნამდვილად ის ადამიანი გყავს, რომელსაც შენი სიყვარული ჰქვია“, - აღნიშნავს ნანუკა გულუა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი