logo_geo
ნანუკა გულუა: ხშირად ვხუმრობ ხოლმე, როცა მითხრა, კაშია ვარო, სასწრაფოდ გავთხოვდი, ოღონდ გვიან მითხრა, რომ იმერელია-მეთქი
- +

15 დეკემბერი. 2021. 15:25

 

„გვარად კი არის კაშია, მაგრამ მეგრელი არ არის, იმერელია“, - ამის შესახებ მსახიობმა ნანუკა გულუამ ჟურნალ „სარკესთან“ მეუღლეზე  კახაბერ კაშიაზე საუბრისას განაცხადა.

 

„გვარად კი არის კაშია, მაგრამ მეგრელი არ არის, იმერელია. იმერული გარემოც ჩემთვის მეგრულივით ახლობელია, რადგან ქუთაისელი ბებიის გაზრდილი ვარ და ზუსტად იმ სითბოსა და სიყვარულში დავბრუნდი, რომელშიც ბავშვობიდან ვიყავი. ხშირად ვხუმრობ ხოლმე, როცა მითხრა, კაშია ვარო, სასწრაფოდ გავთხოვდი, ოღონდ გვიან მითხრა, რომ იმერელია-მეთქი. ბებიაჩემის სული განათლდება, როცა გაიგებს, იმერელს გავყევი და, მეორე მხრივ, მეგრული გვარის მამაკაცია. ორი საქმე ერთად მოვაგვარე“, - აღნიშნავს ნანუკა გულუა. 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი