logo_geo
ნანუკა გულუა: რომ მეგონა, ძალიან დიდ მეგობრობაში ვიყავი, უცებ აღმოჩნდა, რომ ეს უფრო დიდი გრძნობა იყო, ვიდრე მეგობრობა
- +

16 დეკემბერი. 2021. 14:14

 

მსახიობი ნანუკა გულუა დაოჯახდა. როგორც თვითონ აღნიშნავს ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას, კახაბერ კაშიასთან ყველაფერი მეგობრობით დაიწყო, დღეს კი ისინი მეგობრებზე მეტი არიან.

 

„ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში. ჩემთან ყოველთვის ყველაფერი ექსპრომტად ხდება, დაგეგმილად არაფერი გამოდის. რომ მეგონა, ძალიან დიდ მეგობრობაში ვიყავი, უცებ აღმოჩნდა, რომ ეს უფრო დიდი გრძნობა იყო, ვიდრე მეგობრობა. ჩვენი დაოჯახების გადაწყვეტილებაც ძალიან უცნაური იყო. მივედით მის ბიძასთან სტუმრად, რომელმაც ხუმრობით დაგვლოცა, როგორც ცოლ-ქმარი და ჩვენც შევირგეთ ეს დალოცვა. ჩემი მეუღლე ხუმრობს კიდეც, კიდევ მეგობრებივით ვივლიდით და დროს ნარდის თამაშში გავიყვანდითო“, - აღნიშნავს ნანუკა გულუა.

 

 

big_banner
არქივი