logo_geo
„სმენა გამიქრა… რომ გავიღვიძე, ბალიში იყო სისხლიანი, თუმცა არავისთან ვამბობდი“ – პაატა ჭონიაშვილი უმძიმეს სენზე საუბრობს
- +

17 დეკემბერი. 2021. 00:59

 

ინფლუენსერი პაატა ჭონიაშვილი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში მძიმე სენზე საუბრობს.

 

მისი თქმით, სიმსივნის ეს ფორმა მილიონში ერთ ადამიანს ემართება.

 

„ორი წლის წინ, რომ გავიღვიძე, ბალიში იყო სისხლიანი. ეს ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა არავისთან ვამბობდი. ერთი თვის შემდეგ სმენა გამიქრა. მერე წავედით ექიმთან, რომელმაც მითხრა, რომ სმენის გადარჩენისთვის კი არ უნდა მეზრუნა, არამედ – სიცოცხლის. ეს უნდა გადამეხარშა, რომ მე მქონდა სიმსივნე. ვერ იტყვი სიტყვებით, რას გრძნობ მაშინ ადამიანი.

 

აქამდე თუ რამეს ანიჭებდი მნიშვნელობას ცხოვრებაში, მერე უმნიშვნელო ხდება… სტატისტიკურად, ჩემი დაავადება მსოფლიოში მილიონიდან ერთ ადამიანს ემართება, აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა და არც ოპერაცია გაკეთებულა. ეს დიდი პრობლემა იყო. საბედნიეროდ, ვიპოვეთ ექიმი, რომელმაც გამიკეთა საკმაოდ ხანგრძლივი ოპერაცია.

 

100%-ით არ მესმის, 30%-ით მესმის მაგრამ მთავარია, რომ გადავრჩი.  ვინც ახლა გადიხართ ამ ეტაპებს, მინდა გითხრათ, რომ ერთი ნაბიჯით უნდა ვაჯობოთ ჩვენს თავს, ეს ჩვენი ცხოვრების დასასრული არ არის, ეს ახალი ეტაპია, რომ ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის და უფრო მეტად გვიყვარდეს“ – განაცხადა პაატა ჭონიაშვილმა

 

 

big_banner
არქივი