logo_geo
ნიკო ქაჯაია: ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი პატარა ქვეყანა 19 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავედით
- +

20 დეკემბერი. 2021. 10:45

 

 

ნიკო ქაჯაია საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე მეოთხე ადგილზე გავიდა. ქართველმა შემსრულებელმა 163 ქულა დააგროვა. მას მალტამ, სომხეთმა და საფრანგეთმა 12 ქულა მიანიჭეს. კონკურსში კი სომხეთმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე პოლონეთის, ხოლო მესამეზე, მასპინძელი ქვეყნის, საფრანგეთის წარმომადგენელი გავიდა.

 

„ძალიან გახარებული ვარ, რომ, ასეთი პატარა ქვეყანა 19 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავედით. მინდა, დიდების ევროვიზიაზეც გავიდე და იმედია, იქ მოვიგებთ“, - თქვა ნიკო ქაჯაიამ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

 

მან, საქართველოს სახელით, საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა „დავაგროვოთ ღიმილები“ შეასრულა. კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი.

 

 

 

big_banner
არქივი