logo_geo
რატი იონათამიშვილი: ცენტრი „ემპათია“ და ოპოზიციური არხები შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას ახალისებენ
- +

20 დეკემბერი. 2021. 18:41

 

„ცენტრი „ემპათია“ და ოპოზიციური არხები შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას ახალისებენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ბოლო დღეებია ცენტრ „ემპათიასგან“ და ოპოზიციური არხებისგან გვესმის სიძულვილის ენის ტირაჟირება, რაც ხელს უწყობს დისკრიმინაციის წახალისებას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით. ტერმინები, რომელსაც ეს ადამიანები იყენებენ, როგორც რესპონდენტები, ასევე ჟურნალისტები, ამ ტერმინების გამოყენებაზე უკვე დიდი ხანია ცივილიზებულმა საზოგადოებამ უარი თქვა და მხოლოდ რუსეთი, ცენტრი „ემპათია“ და ეს ოპოზიციური არხები იყენებენ. ეს არის ძალიან მანკიერი პრაქტიკა. ამას არ ვაფასებ როგორც პოლიტიკოსი, ვაფასებ როგორც ადამიანი, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი შშმ პირების უფლებების დაცვას დაუთმო“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი