logo_geo
რუსთავის მერი: დავიწყეთ რეფორმის პირველი ეტაპი - ახალი წლიდან დავამატებთ ახალ სამუშაო ადგილებს
- +

24 დეკემბერი. 2021. 19:03

 

„ქალაქში, მუნიციპალური სერვისების განვითარების კუთხით რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე უკვე დავიწყეთ მუშაობა. დღეს ერთ-ერთი მთავარი თემის, ქალაქის მოვლა-პატრონობისა და დასუფთავების მიმართულებით პრეზენტაცია გვქონდა“, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„დაახლოებით 2 მილიონ 700 ათასი ლარი დავხარჯეთ იმაში, რომ ქალაქს ჰქონდეს კარგი ტექნიკური აღჭურვილობა, რომ ჩვენ შევძლოთ უფრო ეფექტიანი სერვისის განხორციელება. ჩვენ შევიძინეთ 7 ერთეული დასუფთავების მანქანა, რომლითაც შევძლებთ რუსთავის სრულად მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფას, ასევე არის დამხმარე ტექნიკური საშუალებები, მაგალითად სველი წესით ქალაქის მორეცხვა-დამუშავების მანქანა, რომელიც ჩვენი ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

რუსთავის მერის განცხადებით, რეფორმა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობით არ შემოიფარგლება.

 

„ჩვენ დავიწყეთ რეფორმის პირველი ეტაპი, რომელიც როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსით გაძლიერებას გულისხმობს. ჩვენ ახალი წლიდან დავამატებთ ახალ სამუშაო ადგილებს.

 

რეფორმის ფარგლებში, პრემიერის მხარდაჭერითა და ადგილობრივი რესურსის გამოძებნით ჩვენს თანამშრომლებს, დასუფთავების მიმართულებით ახალი წლიდან ხელფასი მნიშვნელოვნად გაეზრდებათ“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

„რუსთავსერვის ცენტრი“ ქალაქის დასუფთავებასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, განახლებული ტექნიკითა და თანამედროვე სტანდარტებით უზრუნველყოფს.

 

 

big_banner
არქივი