logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგია შავი სიები, დესტაბილიზაცია, დაუმორჩილებლობა, პიკეტირება, დაუსრულებელი რყევა და ქვეყნის ჯანჯღარი
- +

11 იანვარი. 2022. 15:51

 

 

„ნაცმოძრაობაში“ საკადრო ცვლილებებით, როდესაც ფაქტობრივად მიხეილი სააკაშვილი არის უპირობო ლიდერი და მისი ნების უშუალო გამტარებელი და აღმასრულებელი, ფინანსური ყულაბა არის კობა ნაყოფია, ყველაფერი დააბრუნა იმ ძველ, უკვე დრომოჭმულ, დახავსებულ, მაგრამ ჯიუტად მდგარ რელსებზე, რასაც „ნაცმოძრაობა“ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეწეოდა. გამომდინარე აქედან, ჯამში ცვლილებები არის, მაგრამ უარესობისკენ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „POSTV“-ის თოქ-შოუში „პოლიტიკური ინტერვიუ“.

 

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგის შემსრულებლები გახდნენ ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური ცხოვრების გენეზისი რუსეთის იმ უმაღლეს სასწავლებლებში და აკადემიებში გაიარეს, სადაც ამზადებდნენ სპეციალისტებს, რომლებმაც სხვა ქვეყნებში რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკა უნდა გაატარონ. მისივე თქმით, ეს უარესობა პირველ რიგში აისახება „ნაციონალური მოძრაობის“ შემდგომ პოლიტიკურ ბედზე.

„ეს კიდევ ერთხელ, გარკვეულ ლუსტრაციას უკეთებს იმას, რომ ის დღის წესრიგი, რასაც სთავაზობს საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობა“, რასაც ჰქვია შავი სიები, დესტაბილიზაცია, დაუმორჩილებლობა, პიკეტირება, დაუსრულებელი რყევა, ჯანჯღარი ქვეყნის, საზოგადოებისა, ამის შემსრულებლებიც უკვე ის ადამიანები გახდნენ, რომელთაც, თავიანთი ცხოვრების და პოლიტიკური ცხოვრების გენეზისი სწორედ რუსეთის იმ უმაღლეს სასწავლებლებში და აკადემიებში გაიარეს, სადაც ამზადებდნენ იმ სპეციალისტებს, რომლებმაც სხვა ქვეყნებში რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკა უნდა გაატარონ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ამის მაგალითად მან მოიყვანა ყაზახეთის მოვლენები და განაცხადა, რომ ნაცმოძრაობის ლიდერებთან და მათთან აფილირებულმა პირებმა ღიად გამოხატეს ამ ვითარების საქართველოში გადმოტანის სურვილები.

 

„ყაზახეთის მოვლენები რომ იწყებოდა, ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და მათთან აფილირებულმა პირებმა როგორ დაიწყეს ხოტბის შესხმა იქ არსებულ ვითარებაზე და ამ ვითარების ჩვენთან გადმოტანის სურვილები როგორ ღიად გამოააშკარავეს. ანუ დესტაბილიზაცია და ქვეყნის იმ მდგომარეობაში ჩაგდება, როდესაც ქვეყანა ნადგურდება, ქვეყნის პოტენციალი, იმიჯი, სტაბილურობა ილახება და საბოლოო ჯამში მოგებული ისევ რუსეთი რჩება, ეს სცენარი უნდათ, რომ საბოლოო ჯამში აქ განხორციელდეს. შეგნებით უნდათ ეს თუ შეუგნებლობით აკეთებენ, თუ დაბრმავებული აქვთ პოლიტიკური თვალი და აზრი იმის გამო, რომ შურისძიების გრძნობით არიან შეპყრობილნი, შედეგი ამ შემთხვევაში ყოველთვის ერთი და იგივეა. ანუ აგებს საქართველო. როდესაც ვსაუბრობთ რაღაც პოლიტიკური პროცესის შეფასებაზე, ყოველთვის უნდა დავინახოთ არა პროცესის დროს ვინ რას ყვირის და ვინ რა ლოზუნგს იძახის, ამ პროცესის შედეგად ვინ რჩება მოგებული. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ლაპარაკობს პროდასავლურობაზე, მისი მმართველობის პერიოდში ჩვენ ვერ ავიცილეთ ომი, აგრესია და ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიებისა, ფაქტობრივად ყველა ენერგეტიკული და სტრატეგიული რესურსი გადაცემული იქნა რუსეთზე და ა.შ. „ქართული ოცნების“ პერიოდში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ რუსეთს აგრესიის განვითარების საშუალება არ მივეცით არც ერთი მიმართულებით. ჩვენ ძალიან მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობა შევინარჩუნეთ ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. არც ერთი სტრატეგიული ობიექტი არ გასხვისებულა ჩვენ პერიოდში რუსეთის მიმართულებით და ა.შ. ასე რომ ჩვენ სტაბილურობის და ქვეყნის ევროატლანტიკური სივრცისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ განუყრელად მიმართულებით სვლას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი