logo_geo
როგორ გახდა ფილოსოფოსი ზალიკო ხეცურიანი დიზაინერი ზალიკო ბერგერი
- +

14 იანვარი. 2022. 16:48

 

 

ზალიკო ბერგერს საზოგადოება იცნობს, როგორც ექსცენტრიკულ დიზაინერს და ცოტამ თუ იცის, რომ მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული სოციოლოგიის სპეციალობით. უნივერსიტეტში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გამოსვლებში მონაწილეობდა და კარგად ახსოვს, კურსელებთან ერთად ნაპოვნ სიგარეტის ნამწვავებს როგორ ეწეოდა ლექციებს შორის შესვენებებზე.

 

როცა რადიოში დიჯეიდ მუშაობდა, მაშინ დასჭირდა ფსევდონიმის შერჩევა. მისი გვარი, ხეცურიანი, მთიდან არის. მთა გერმანულად არის „ბერგ“. ასე დააკავშირა გვარი გერმანულ სიტყვასთან და გახდა ბერგერი. ზალიკო „სარკეს“ ესაუბრა.

 

– როგორ გახდით დიზაინერი, თქვენ ხომ სულ სხვა განათლება მიიღეთ?

 

– უნივერსიტეტში ვმეგობრობდი მხატვრებთან: ოლეგ ტიმჩენკოსთან, ნიკო ცეცხლაძესთან, მამუკა ჯაფარიძესთან. მქონდა მათი ნაჩუქარი ნახატები. ოლეგ ტიმჩენკოს ტილო ზომით 3-3-ზე, დავჭერი და მისგან შევკერე სამი კაბა. ცეცხლაძის ტილო ისეთი ზომა იყო, კაბის ზურგს მთლიანად მოერგო და დაჭრა არ დასჭირდა. მოკლედ, იმ მხატვრების ტილოებით, რომლებიც დღეს რამდენიმე ათეული ათასი დოლარი ღირს, პირველი კოლექცია გავაკეთე. ავიღე მეორე ადგილი. უცებ გავხდი პოპულარული.

 

ამბობენ, უცხო ენებს ითვისებთ იოლად.

 

– ვიცი გერმანული, ინგლისური და თურქული.

 

– ფილოსოფოს-ფსიქოლოგ-სოციოლოგია გეხმარებათ ურთიერთობებში?

 

– ადრე ვცდილობდი, ადამიანებში აღმომეჩინა ინტელექტი, განათლება. შემდეგ იმატა დაბალი დონის ადამიანების რიცხვმა და მეც გადავედი ზედაპირულ ურთიერთობებზე. მადლობა ღმერთს, ბევრი მეგობარი მყავს, ვინც არ უჩივის  ინტელექტის ნაკლებობას, თორემ მართლა ძნელი იქნებოდა ცხოვრება.

 

– ხუმრობდით, რომ ეძებდით მდიდარ საცოლეს. როგორ არის საქმე?

 

– თავი ვერ მოვაბი. რ მინდა ისეთი ოჯახი, საზოგადოების დასანახად ყველაფერი ლამაზად დასურათებული რომ აქვთ, სახეზე კი აწერიათ, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ. მივეჩვიე მარტო ყოფნას. რომ წარმოვიდგენ, ჩემი ოთახის სივრცე სხვას უნდა გავუყო. მეხამუშება. შვილი მინდა ძალიან და მგონია, რომ დრო მაქვს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი