logo_geo
მაია კაშია: ახალი შემთხვევების დიდი წილი ქრონიკულად მოავადე ადამიანებზე, ბავშვებზე და ორსულებზე მოდის
- +

18 იანვარი. 2022. 15:40

 

 

„ახალი შემთხვევების დიდი წილი მოდის ქრონიკულად მოავადე ადამიანებზე, მოდის ბავშვებზე, მოდის ორსულებზე, რომლებიც ისედაც წარმოადგენენ საკმაოდ მაღალ რისკ-ჯგუფს,“ - ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობა ყურადღებით უნდა მოეკიდოს იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს დიდი რაოდენობით ახალი შემთხვევები, წარმოადგენს მაღალი დადებითობის შემთხვევები, რომლებიც ყოველდღიურად მატებაშია და მაშინ, როდესაც ქვეყანაში სამწუხაროდ არ გვყავს საკმარისი ოდენობით აცრილი ადამიანი, ეს ძალიან დიდ პრობლემას გვიქმნის“, - განაცხადა კაშიამ.

 

საქართველოში კოვიდინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

big_banner
არქივი