logo_geo
თამარ მახარაშვილი: სასწავლო პროცესს ყველა წესის დაცვით საკლასო ოთახებში გავაგრძელებთ
- +

20 იანვარი. 2022. 11:07

 

 

ვაგრძელებთ საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესს და რეგულაციის ყველა წესი არის მაქსიმალურად და ზედმიწევნით დაცული, - ამის შისახებ „ქრონიკას“ სატელეფონო ჩართვისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა განაცხადა.

 

მან სკოლებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, კოვიდის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც კლასი ონლაინ ან შერეულ სწავლებაზე გადავიდა.

 

სკოლაში ფუნქციონირებს პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მოქმედებ გეგმა და ამ გეგმას მიყვებიან ჩვენი სკოლები. აბსოლუტურად გაწერილია ყველა წესი და სკოლამ იცის, თითოეულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს - ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციით. სამინისტრო გვაძლევს პირდაპირ კონკრეტული სიტუაციის შესწავლის შემდეგ დაიხუროს კლასი თუ სკოლა. მიმდინარეობს მასწავლებლების საყოველთაო ტესტირება და იგი მათ სასწავლო პროცესის დაწყებამდე ჩაუტარდათ. კოვიდის რამდენიმე შემთხვევა დაგვიფიქსირდა და იქაც კლასი ონლაინ, ან ჰიბრიდულ, შერეულ სწავლებაზე გადავიდა.

 

ჩვენ ვაგრძელებთ საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესს და რეგულაციის ყველა წესი არის მაქსიმალურად და ზედმიწევნით დაცული, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი