logo_geo
გიორგი გაბუნია: როცა ბევრ რამეს ხარ მოდებული, ძალიან იღლები
- +

4 თებერვალი. 2022. 13:35

 

 

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი გრაფიკი საკმაოდ რთული და დატვირთულია, მაგრამ უმკლავდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გადაღლილობისგან ტვინიც კი ეთიშება და რაღაცები ავიწყდება, ამ ტემპის გარეშე ვერ იცხოვრებს.

 

„ძალიან რთულია, ბევრ რამეზე გაანაწილო საკუთარი თავი. რაღაცნაირად, იმდენად უნდა გაიყო, რამდენიც საჭიროა. ყოველდღე 6 საათზე დგები იმისთვის, რომ მოწესრიგდე და ორსაათიან პირდაპირ ეთერში შეხვიდე. ეთერის დასრულების შემდეგ გეძინება, იმიტომ რომ წინა საღამოს გვიან მიხვედი სახლში და გამოძინება ვერ მოასწარი. მაგრამ ძილის ნაცვლად, ღამის შოუზე იწყებ მუშაობას, სცენარის წერას, მეორე დღეს - ისევ დილის ეთერი, საღამოს - „ნაით შოუს“ ჩაწერა. ამის მიღმა ხომ არსებობს ოჯახი, პირადი ცხოვრება, მეგობრები და ვცდილობ, ყურადღება არავის მოვაკლო. ზოგჯერ ტვინი მეთიშება, მეძინება, რაღაცები მავიწყდება. ეს ბუნებრივია, როცა ბევრ რამეს ხარ მოდებული, როცა ცდილობ, ყველა ფრონტზე საკმარისი იყო, ძალიან იღლები. ამას ემატება პირადი ცხოვრების დაბრკოლებები. შეიძლება, სერიოზული არაფერი, მაგრამ იმ მომენტში მოქმედებს. განსაკუთრებული სირთულეები ამ ეტაპზე არ მაქვს, რაც ძალიან მიხარია და იმედია, არც იქნება“, - აღნიშნავს გიორგი გაბუნია.  

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი