logo_geo
ცისანა სეფიაშვილი: თქვენ კიდევ არ იცით, რამდენად განსაკუთრებულია ჩემი და ჯემალის ურთიერთობა
- +

4 თებერვალი. 2022. 14:11

 

 

კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის ქალიშვილი, ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მათი ურთიერთობა განსაკუთრებულია.

 

„თქვენ კიდევ არ იცით, რამდენად განსაკუთრებულია ჩემი და ჯემალის ურთიერთობა. დისტანციურად ვგრძნობთ ერთმანეთის პატარა ტკივილსაც კი.

 

წლების წინ, როდესაც ჯემალი გულის ოპერაციას იკეთებდა, მე ბავშვებთან ერთად ბათუმში ვიყავი და ეს ამბავი დამიმალეს. იმ დროს, როდესაც ჯემალი შეიყვანეს საოპერაციოში, სრულიად უმიზეზოდ ცუდად გავხდი, გული მიმდიოდა და ძლივს მასულიერებდნენ. ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორიც ნარკოზიდან გამოსვლის დროს იცის ხოლმე. საავადმყოფოშიც კი გადამიყვანეს. როგორც კი ჯემალი ნარკოზიდან გამოვიდა, მეც გამოვკეთდი.

 

ასეთი ისტორია ძალიან ბევრი გვაქვს. მაგალითად, პირველ შვილს რომ ვაჩენდი, ჯემალი მოსაცდელში იყო და თურმე უცებ თქვა, ამ წამს ცისანამ ბავშვი გააჩინაო. დედაჩემი ეუბნებოდა, ჯერ ადრეა, თუ რამე, გვეტყვიანო. ბავშვი კი მართლაც ზუსტად იმ წუთებში გავაჩინე.

 

დღეს ჯემალმაც დაინახა ჩემი ცვლილება და სიძლიერე. აღარ ნერვიულობს, რომ მისი საყვარელი შვილი ილუზიებშია და სადღაც დაფრინავს“, - აღნიშნავს ცისანა სეფიაშვილი.  

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი