logo_geo
ცისანა სეფიაშვილი: არ ვეძებ, მაგრამ ვიცი, მოვა ჩემს ცხოვრებაში ის დიდი სიყვარული, რომლისაც მჯერა
- +

6 თებერვალი. 2022. 11:57

 

 

კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის ქალიშვილი, ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება მისი მშობლების საოცარ სიყვარულსა და მტკიცე ოჯახს უყურებს. მას სჯერა, რომ მის ცხოვრებაშიც მოვა ნამდვილი სიყვარული.

 

„მთელი ცხოვრება ვეძებდი ჯემალისნაირ მამაკაცს. დედაჩემმა მითხრა კიდეც, ნუ ეძებ, ჯემალი ერთი იყო და ისიც ჩემიაო. ჩემთვის ჯემალი დღემდე კაცის იდეალია. ის მზრუნველი, მოსიყვარულე მეუღლე და ოჯახის თავია. მე არაფერს ვეძებ. სიყვარული ისეთი რამ არის, თავისით უნდა მოვიდეს.

 

ვიცი, ჩემ გვერდით იქნება ადამიანი, რომელსაც, პირველ რიგში, პატივს ვცემ. ურთიერთობა ხომ პატივისცემა, ერთმანეთის გატანა და დიდი სიყვარულია. არ ვეძებ, მაგრამ ვიცი, მოვა ჩემს ცხოვრებაში ის დიდი სიყვარული, რომლისაც მჯერა“, - აღნიშნავს ცისანა სეფიაშვილი.  

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი