logo_geo
ნუნუ გაბუნია: რატომ ხდება, რომ ასოციაციისგან ვიღებთ ყოველთვის ერთსა და იმავე ჰონორარს - ჩემს შემთხვევაში, 3 თვეში ერთხელ 1040 ლარს?
- +

10 თებერვალი. 2022. 15:36

 

 

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პრაიმ შოუ“ კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ საავტორო უფლებებზე და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მან საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მეგობრების, კომპოზიტორების და შემსრულებლების დაბარებული კითხვით მიმართა - რატომ იღებენ ასოციაციის წევრები ყოველთვიურად ერთსა და იმავე ჰონორარს და როგორ ხდება ეს?

 

ბატონმა გია ჯაჯანიძემ თავისი გადაცემის გადაღებამდე დამირეკა და ითხოვა უფლება, რომ გაჟღერებულიყო ჩემი სიმღერა. ასე რომ, მე მგონი, ბატონ გიასთან ყველაფერი მოწესრიგებულია. რასაც ვერ ვიტყვი ყველაზე...

 

რამდენიმე ხნის წინ იყო, სერიალში, „ჩემი ცოლის დაქალებში“, გამოყენებული  ჩემი სიმღერა. ყველამ იცით ეს სიმღერა, „მეორე ლეგენდა“, ნახევარი საუკუნის წინ მაქვს დაწერილი... ისე დამახინჯებულად იყო, მელოდია მელოდიას არ ჰგავდა. ჩემი შვილი აღშფოთდა, ასეთ შემთხვევებში მე ყველაფერზე თანახმა ვარ ხოლმე, ჩემი შვილი ისე აღშფოთდა, რომ დაურეკა გიგა კობალაძეს და გიგამ სწორად მოაგვარა ეს საკითხი

 

აქ იყო ბაჯული გელოვანის ქალიშვილი, ტექსტის ავტორი, ჩარეული ამ ამბავში და მე როგორც მუსიკის ავტორი... საკმაოდ ნორმალური თანხა გადაახდევინა კომპანიას, ამ შემთხვევაში.

 

კითხვა დამაბარეს ჩემმა კოლეგა ქალბატონებმა, რატომ ხდება, რომ გიგასგან სულ ვიღებთ  ერთი და იგივე თანხას  მრავალი წლის მანძილზე, რატომ ხდება ეს? მე მაგალითად, სტაბილურად, 3 თვის განმავლობაში, ვიღებ 1040-1050 ლარს“, - განაცხადა კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ.

 

https://www.youtube.com/watch?v=8g1c5DeRRoQ

 

 

big_banner
არქივი